ჯუანშერ ბურჭულაძე: პრინც ჰარის საქართველოში „ძლიერთა თამაშების“ ჩატარებაზე ვესაუბრე

“პრინც ჰარის საქართველოში „ძლიერთა თამაშების“ ჩატარებაზე ვესაუბრე – ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე საუბარი გაგრძელდება, რათა საქართველომ უმასპინძლოს ამ ღონისძიებას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ძლიერთა თამაშები“ ბრიტანეთის პრინც ჰარის საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. წელს მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგს. უკვე გვაქვს 6 მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ჩვენი შემადგენლობისა და ჩვენი მოცულობის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი წლების „ძლიერთა თამაშების“ ჩატარების ადგილები უკვე განსაზღვრულია, მე ვესაუბრე პრინც ჰარის საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარებაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე საუბარი გაგრძელდება, რათა საქართველომ უმასპინძლოს ამ ღონისძიებას“, – აცხადებს ბურჭულაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები