სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.

ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სხალთის თემში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას აჭარის ა.რ მთავრობის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტები და პროგრამები გააცნეს.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემების მოკლე დროში მოგვარებას დაჰპირდნენ.

 

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები