ოზურგეთის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.
მერმა მოქალაქეების საჭიროებები მოისმინა და პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
როგორც პაატა კუნჭულიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა პრიორიტეტულია.
„მოქალაქეებთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვისმენ მათ საჭიროებებს და ყოველთვის ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიო.” – განაცხადა ოზურგეთის მერმა.
მოქალაქეებს მერი მოადგილეებთან – ბექა ჩხიკვიშვილთან და სოფო რამიშვილთან ერთად შეხვდა.