ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში – თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!

“აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის,” – ამის შესახებ “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ბიუროკრატებს სიმართლეს ეუბნება, თუმცა, ისინი კვლავ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ.

“აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის. მათ არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება – ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში და უკრაინელებს რუსეთთან ომისკენ უბიძგეს.

ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მათ სიმართლეს ეუბნება – ისევ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ. ერთი რამ ცხადია – თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!” – წერს ვახტანგ თოფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები