„რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებით დრამატული არაფერი მომხდარა“

ამით დრამატიზება ნამდვილად არ ღირს – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.
„გუშინ ვიხილე ცალკეული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს იყო მოსალოდნელი და ხელისუფლება ამისთვის არ იყო მზად. ყველაფერი ჩვენ მიერ იყო, რა თქმა უნდა, დათვლილი, გაანგარიშებული. მინდა ერთი რამ ვთქვა – მთავარი შედეგი მიღწეულია, დეესკალაცია არის ჩვენს რეგიონში, საუბარი მიდის ნორმალურ რეჟიმში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებაზე. შეიძლება ცალკეულ პროდუქციას შეეხოს ეს უშუალოდ, მაგრამ, ზოგადად, არაფერი დრამატული და ტრაგიკული არ მომხდარა, ხელისუფლებაც მზად იყო ამისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობასთანაც, კონკრეტულად ევროკავშირთან იყო ინტენსიური მუშაობა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები