გორში ხანძარმა 15 ჰექტარი გაანადგურა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის ავტომაგისტრალზე ხანძარმა 15 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, – ამის შესახებ „კვირას“გორის სახანძრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა იმერლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და პროფილაქტიკის შენობაზე გადავიდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
„გამოვიყვანეთ სამი ერთეული ტექნიკა, ცეცხლი ეკიდა ბალახს, საშიშროება იყო, გადასულიყო ავტოგასამართ სადგურზე, ოპერატიულად გამოვცხადდით შემთხვევის ადგილზე და ხანძრის ლოკალიზება დროულად შევძელით. რამ გამოიწვია ხანძარი, ამას გამოძიება დაადგენს. გამოვიძახეთ პოლიცია“, – აბობს მამუკა იმერლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები