უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

არსებული ინფორმაციით, ანდრეი კასიანოვი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი უწყებაში, სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს.

ანდრეი კასიანოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. რის გამოც, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები