ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს

ქობულეთში მეხანძრე-მაშველებმა ზღვის სანაპიროსთან დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაშველებმა ცხოველი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

“სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები