რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000 ჯარისკაცი გადაისროლა – უკრაინის გენშტაბი
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული მე-4 სამხედრო ბაზიდან სამი ქვედანაყოფი შეიქმნა, რომელთა საერთო რაოდენობა 1200 რუს და ოს სამხედროებს შეადგენს.
ოკუპირებული აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზიდან, ჯამურად, 800 ჯარისკაცია გაგზავნილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge