„რას ვეუბნებით სიკვდილის ღმერთს? – დღეს არა!“ – მიტოვებული მოხუცების ევაკუაცია ირპენიდან
საკმაოდ ბევრი ადამიანი ვერ მიდის ევაკუაციაში საკუთარი ძალებით. მოხუცები, შშმ პირები… ხშირად მათ არ უნდათ სადმე წასვლა, სანამ ახლობლები არ მოაკითხავენ. მოხალისეები იძულებულები არიან, დაიყოლიონ ისინი, ხანდახან კი, თითქმის, ძალითაც უწევთ მათი გაყვანა…
ანტონ სენენკო საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება…
ველოდები, როდის წამიყვანენ
„ის სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, რომელიც სავსე იყო გასარეცხი ჭურჭლით, ხელში ყავარჯენი ეჭირა და მე მიყურებდა, თითქოს, უცხოპლანეტელი ვიყავი.
-გალინა აქ ცხოვრობს? – შევეკითხე მე, თან სუნთქვის შეკავებას ვცდილობდი.
-რაა? არ მესმის. უფრო ხმამაღლა ისაუბრე, მე, თითქმის, სულ ყრუ ვარ
ანდრეი პივენმა (მან ანტონთან ერთად მნიაკითხა ბაბუს) გაიმეორა თავისი კითხვა უფრო ხმამაღლა, მაგრამ ამან ბაბუზე არ იმოქმედა.
-თქვენ ევაკუაციისთვის მზად ხართ? კიევში წასასვლელად? – უკვე ავყვირდი მე.
-არა, მე აქ ვრჩები.
-რატომ?
-ველოდები, როდის წამიყვანენ.
-ნათესავები გყავთ სხვა ქალაქებში?
-დიახ
-გაქვთ მათთან კავიშირი?
-არა, მაგრამ ვზივარ და ველოდები.
-როდის მოვლენ?
-არ ვიცი, მაგრამ მათ ხომ უნდა წამიყვანონ. მე დიდი ხანია, ვზივარ და ველოდები.
მე და ანდრეიმ ერთმანეთს გადავხედეთ. ჩვენ გარდა, აქ არავინ მოვიდოდა. არავინ.
ის, ალბათ, ომის დაწყების პირველი დღიდან ელოდება. ის არ იყო საევაკუაციო სიებში, მისთვის არავის დაურეკავს. ჩვენ შემთხვევით შევხვდით, როდესაც მის მეზობელ გალინას ვეძებდით, რომლის წამოყვანაც ჩვენ მისმა შვილმა გვთხოვა.
ყველაფერი არც ისე ცუდად დაიწყო
საათზე 13:11 იყო, ბოლო ევაკუაცია დღეისთვის, ვინაიდან „სიჩუმის რეჟიმი“, რომელსაც ორკები გვპირდებოდნენ, 14:00 საათზე მთავრდებოდა. მაგრამ, როდესაც სადარბაზოსთან მივედით, ბომბების პირველი ტალღა წამოვიდა. ჯერ შორიდან ისმოდა აფეთქების ხმა, მაგრამ მრავალსართულიან კორპუსში ბინისხელა ხვრელები არცისე დამაიდებლად გამოიყურებოდა. ძალა მოვიკრიბეთ და მეშვიდე სართულზე „ავფრინდით“, იმ ქალის დაკეტილ კარს გადავაწყდით და განერვიულებულმა მეზობლის კარს ვკარი ფეხი.
ზუსტად იქ შევხვდით მოხუცსაც.
-გაქვთ ახლობლების ტელფონის ნომრები? აკრიფეთ თქვენი ნივთები, საბუთები და წავიდეთ.
-იქ, ტუმბოზე დევს, ნახეთ. მე მზად ვარ წასასვლელად, მზად ვარ და ველოდები, როდის მოვლენ რომ წამიყვანონ.
მე სამზარეულოში გავედი, ყვეალფერი ერთად მომაწვა, ეს სუნი, რაკეტების დაცემის ხმა. იმის გამოცნობიერებით, რომ ვიღაცა დაკეტილ ბინაში კატებს და ძაღლებს ტოვებს, ვიღაცა კიდეც – თავის მოხუცებს… ტუმბოსთან მივედი და იქ სამი ქალის ტელეფონის ნომერები ვიპოვე – ან ქალიშვილები ან დები იყვნენ. მივუტანე სამზარეულოში, სადაც ანდრეი უკვე ფეხსაცმელს აცმევდა.
-უი, თქვენ ფეხი გაქვთ მოტეხილი? აქ თაბაშირია… ანტონ, მომაწოდე სხვა ფეხსაცმელი, ამაში ფეხი არ ჩადის.
მივაწოდე და თან ხმამაღლა ამოვიკითხე ნომრები:
-თქვენი ნათესავები არიან – ირინა, ელენა და მარინა?
-დიახ, ეს მათ გამოგაგზავნეს ჩემს წამოსაყვანად? ისინი მელოდებიან? – გაუბრწყინდა თვალები მოხუცს.
-დიახ, ისინი უკვე გელოდებიან კიევში. ასევე, მედიკოსები და სამხედროები. იქ კარგია, სითბოა, წყალია, ელექტროენერგია, სუფთა ტანსაცმელი… – თითქმის, ერთხმად ვუთხარით მე და ანდრეიმ.
ისინი, თითქოს, საუკუნეზე დიდხანს ჩადიოდნენ კიბეზე, მეშვიდე სართულიდან, მოტეხილი ფეხით. ამ დროის განმავლობაში, ბომბების ხმა სულ უფრო და უფრო ახლოდან ისმოდა.
პარალიზებული ქალი შვილმა და შვილისშვილმა მიატოვეს
მე გალინას პოვნა მოვასწარი გვერდზე სადარბაზოში და ასევე, პარალიზებული ქალის, კერო სექტროში. ის შვილმა და შვილიშვილმა მიატოვეს. უამრავი საბნის ქვეშ იწვა, გვერდზე წყლის ბოთლი იდო და რაღაც მედიკამენტები. მასზე მე გვერდზე მდებარე მრავალსართულიანის მოსახლემ მიმითითა. ის გამუდმებით ტიროდა, სანამ მიხსნიდა, თუ როგორ უჭირდა მოხუცს და რომ ის აქ, უბრალოდ, დაიღუპებოდა.
-მე არ მინდა ევაკაუცია, აქ მოვკვდები, – კატეგორიულად განმიცხადა მან.
– გასაგებია, წავალ ხიდზე. უნდა მოვძებნო ავტობუსი და საკაცე, რადგან აქ მარტო პატარა სედანით ვართ. ის უნდა წავიყვანოთ. ჩვენ დავბრუნდებით – ვუთხარი ბიჭს, რომელმაც მოხუცთან მიმიყვანა, მაგრამ არა, ჩვენ არ დავბრუნდით. ვეღარ შევძელით.
ბაბუ ძალიან დიდხანს ჩამოდიოდა კიბეზე. ~გზაში ჰყვებოდა, რომ სჯობს, სადმე მივაგდოთ და ამას ვერც ვერავინ გაიგებდა. მერე ხიდთან ბომბები წამოგვეწია. გალინა მოხუცს ეფარებოდა, ჩვენ ასფალტზე ვწვებოდით, წამებს ვითვლიდით და ვსწავლობდით ცის მოსმენას.
შორიდან ტკაცუნის ხმა ლულიდან ჭურვის გამოსვლის ხმაა. შემდეგ ისმის – „ფრრრ“… შემდეგ კი სიჩუმე. ყველაზე გრძელი სიჩუმე მსოფლიოში. ბოლოს კი „ბუუმ“. ამ ხმის გაგონება გიხარია, რადგან გესმის და თან, ცოცხალი ხარ.
„რას ვეუბნებით სიკვდილის ღმერთს? – დღეს არა!“
შემდეგ კი ირპენის ანგელოზები – მედიკოსები – ხიდზე მიარბენინებენ ბაბუს, რათა მანქანაში ჩასცვან და კიევში წაიყვანონ.
ირგვლივ ყველაფერი ფეთქდებოდა. ბომბები ხიდს საძირკველს აცლიდნენ. ისინი კიდევ მირბოდნენ და ბაბუს არ ტოვებდნენ. კარი სწრაფად დაიკეტა, მანქანა ადგილიდან მოწყდა და თვალთახედვიდან გაქრა.
მე დაცარიელებული ვუყურებდი ირპენს და ვიხსენებდი სიტყვებს – „ყველას გადარჩენა შეძლებელია“. ჩუმად ჩავსხედით მანქანაში მე და ანდრეიც და კიევში წავედით.