„რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც სახლში დაბრუნება არ შემიძლია“ – ევაკუაციის ქრონიკებიდან

უსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ირინა შაროვა კიევიდან ლვოვში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა წასვლა და რა გზა გაიარა მან. 

ცხოვრება ომამდე

ირინა 25 წლისაა. ის ორივე ქალაქში ცხოვრობდა – კიევსა და ლვოვში. 24 თებერვალს გოგონა მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად კიევში იყო. დროთა განმავლობაში, ოჯახს ევაკუაცია მოუწია – ირინა და მისი ძმა ლვოვში წავიდნენ, ხოლო მათი მშობლები – ივანო-ფრანკოვსკში.


„კვირა საღამოს, 27 თებერვალს ჩვენ კევის თავშესაფარში წავედით. ამის გადაწყვეტა ფსიქოლოგიურად ადვილი იყო, ვინაიდან ნახევარი უკრაინის გავლა არ გვიწევდა და სახლში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგვეძლო. მაგრამ, თავშესაფარში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, იქ ჩვენი ბებია ვერ გაძლებდა. საბედნიეროდ, ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც თავშესაფართან ახლოს ცხოვორბდნენ, თავისთან მიგვიწვიეს.

ერთი დღე კერძო სახლში ვიცხოვრეთ, მეგობრებთან, კიევთან ახლოს.

იქ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა, ადგილის უკმარისობაც იყო. საუზმე და სადილი რიგრიგობით გვიწევდა, მხოლოდ ვახშამზე ვხვდებოდი ყველა ერთად.

უკვე პირველ მარტს ცხადი გახდა, რომ ალტერნატივა უნდა მოგვეძებნა. შეგვეძლო ადგილზე დავრჩენილიყავით – მეგობრების სტუმართმოყვარეობა ამის საშუალებას გვაძლევდა – ან წავსულიყავით ლვოვში, ან ნათესავებთან კალუშში.

მომდევნო დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა ადგილიდან დავძრულიყავით. ჩვენ ორი ბებია გვყავს. თავიდან მხოლოდ ერთის ევაკუაცია მოვახერხეთ. ის სადმე უნდა დაგვეტოვებინა, რათა მეორე ბებია წამოგვეყვანა. ამიტომ ჩვენ მანქანით კალუშში წავედით, სადაც ნათესავები გვყავს. სამ მარტს მე და ჩემი ძმა ლვოვში გავემგზავრეთ. იმავე დღეს მშობლები კალუშში დარჩნენ.

5 მარტს, დილით, მშობლები კალუშიდან უკან, კიევში დაბრუნდნენ მეორე ბებიის წამოსაყვანად. კიევში ექვს მარტს ჩავიდნენ, ბებია მომდევნო დღეს წამოიყვანეს. ივანო-ფრანკოვსკში მშობლები მხოლოდ 8 მარტის საღამოს აღმოჩნდნენ.

როგორი იყო გზა

ჩვენ პატარა მანქანა გვყავს, რომელიც უკვე 10 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშობლებმა უკვე სამჯერ გაიარეს უკრაინის ნახევარი.

ჩვენ მოძრაობა 2 მარტს დავიწყეთ კიევიდან. ვინიციადან გასაგები გახდა, რომ საკმარისი საწვავი და დრო გვქონდა, რომ წინ, ხმელნიცკში წავსულიყავით. ჩვენი მიზანი ტერნოპოლი იყო – იქიდან მე და ჩემი ძმა ლვოვში გამგზავრებას შევძლებდით.

ჩვენ მშვიდად გავიარეთ ვინიცია და ხმელნიცკამდე მივედით, იქ კი, საცობში ვიდექით ბლოკპოსტთან, ქალაქის შესასვლელში. საწვავი გაგვითავდა და ხმელნიცკში აღარ შევედით, ამიტომ ჩვენ საცობიდან წრიულ მოძრაობაზე გადავედით, ჩავასხით საწვავი და ტერნოპილისკენ გავეშურეთ. შემდეგ სირთულეები დაიწყო – თოვლი, ნისლი, მოყინული გზა. თუკი 60 კმ/სთ სიჩქარეს გადავაჭარბებდით, მანქანა სრიალს იწყებდა. მამამ მართვის უნარი დაკარგა და ჩვენ რაღაცას შევეჯახეთ. გაგვიმართლა, მანქანას არაფერი დაზიანებია. უბრალოდ, ძალიან შეგვეშინდა.

ტერნოპილში ჩასულებს ღამე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში უნდა გაგვეტარებინა. ქალაქის შესასვლელთან კიდევ საცობი შეიქმნა. დაახლოებით, 4 საათი მოგვიწია საცობში დგომა. ეს ყველაზე გრძელი რიგი იყო ბლოკპოსტზე, რომელშიც კი ჩვენ აქამდე შეგხვედრია. რაღაც მომენტში მანქანაში ჯდომა აღარ შემეძლო და პანიკური შეტევა დამეწყო. 16 საათი შეზღუდულ სივრცეში ვიყავით, სადაც არც მოდუნება შეგვეძლო და არც ფეხის გაშლა. მამასთან ერთად, 40 წუთის განმავლობაში, მანქანის გვერდით ფეხით მოვდიოდით, სანამ მე დავმშვიდდებოდი.

ტერნოპილთან საცობი იმის გამო შეიქმა, რომ ბლოკპოსტზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, რომელიც საბუთებს ამოწმებდა. ქალაქში ღამის პირველ საათზე შევედით, როდესაც კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო.

მაშინ დღის განმავლობაში პირველად ვჭამეთ ნორმალურად. ტერნოპილის გზაზე მივხვდი, რომ მე ლტოლვილი გახვდი, იძულებით გადაადგიელბული, ხოლო მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ჩანთაში ჩაეტია.
დილით, 2 მარტს ჩვენ მშობლებს დავემშვიდობეთ – მათ გაუჭირდათ ერთდოულად ორი შვილის გაშვება. ჩვენ უსაფრთხოდ ჩავედით ლვოვამდე მეგობრების მანქანით, მშობლები კი, ბებიასთან ერთად კალუშში წავიდნენ.

რას გრძნობ ადამიანი, როდესაც იძულებულია ევაკუირდეს

ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მოხალისეთა ორგანიზაციის შტაბ-ბინაც არის. ასევე, აქ არის სარდაფი, სადაც ჩვენ ვინახავთ და ვაფასოებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, ამიტომ ადამიანები აქეთ-იქით სულ დადიან. გარკვეულწილად, ეს საერთო საცხოვრებელია.

ასეთი დინება ენერგიით გავსებს.  ომმა გამაგებინა, რისი გაკეთება მინდა მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას დავაარსებ, რომელიც დაკავშირებული იქნება განათლებასა და მეცნიერებასთან. მე ვცდილობ, ვიფიქრო მომავალზე. იმაზე, თუ რამდენად ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა ყველაფერი ხელახლა ავაშენოთ. ამავდროულად,  თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ვფიქრობდი, რომ ლვოვში ჩემი ცხოვრება თითქმის ისეთივე გახდებოდა, როგორიც 24 თებერვლამდე იყო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. უსაფრთხოების დეფიციტი მაშინ ვიგრძენი, როდესაც მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ჩანთაში ჩაეტია.

და რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც არ შემიძლია საკუთარ სახლში, კიევში დაბრუნება?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები