გია გორგაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალდების მთავარი მოწმე გია გორგაძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ “კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გორგაძე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იკითხება. საგამოძიებო უწყება უახლოეს პერიოდში გია გორგაძის ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პრესრელიზს გაავრცელებს.