„თუ საჭირო იქნება, მეტსაც გავაკეთებთ“ – ჯონსონმა, ტრუდომ და რუტემ უკრაინის მხარდამჭერი ვიდეომიმართვა გაავრცელეს

დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ნიდერლანდების ლიდერებმა: ბორის ჯონსონმა, ჯასტინ ტრუდომ და მარკ რუტემ უკრაინის მხარდამჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

მიმართვა ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

„ეს არის კრიტიკული მომენტი და ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით იმ აგრესიის წინაშე, რომელსაც ისინი განიცდიან ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის მხრიდან“, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.

კანადის პირველი პირის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, “ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის მიმართ და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ერთიანობაზე, რომელიც ვნახეთ გაერო-ს 141 ქვეყნის მხრიდან, რომლებიც გმობენ ამ უკანონო ქმედებებს“.

“ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჰუმანიტარული დახმარების, თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის და, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი სანქციების პაკეტის კოორდინებისთვის. და თუ საჭირო გახდა, უფრო მეტსაც გავაკეთებთ”, – ამბობს მიმართვაში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე.

ჯონსონმა მიმართვის ბოლოს თქვა, რომ ქვეყნები ერთიან აზრზე არიან და მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინა თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ერი უნდა იყოს.

“ჩვენ უკრაინასთან ვართ”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები