თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ჯაბა ბიტარიშვილის თქმით, საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. კი, მუშაობენ (ექსპერტ კრიმინალისტები). მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ბიტარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები