აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ რუსეთის ჯარისადმი მხარდაჭერა ფლეშმობით გამოხატა

აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად სოხუმის ცენტრში თავისუფლების მოედანზე ფლეშმობი გამართა.

რუსული არმიის მხარდამჭერ ფლეშმობში დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თერთმეტმა მანქანამ მიიღო მონაწილეობა.

ფოტოს აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები