ამირან გამყრელიძე: 80%-ზე მეტი რომ სრულად იყოს ვაქცინირებული, საბჭო პირბადეების ტარებას გააუქმებდა
ჩვენ რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორი წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული ორი წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 80%-ის ზემოთ და „ბუსტერი“ 60%-მდე რომ გვქონდეს, დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებდა, პირბადის ტარებაც მოიხსნას. გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. მაგრამ დღეს ერთადერთი დამცველი საშუალება არის პირბადე და აცრა. ყველაფერი მაინც ჩვენს თვითშეგნებაზეა დამყარებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.