“ნაცმოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხისკენ ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარტიის ოფისიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია.

“ეს არის სოლიდარობის აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, რომელსაც მილიარდობით ინვესტიციის შემოტანა შეუძლია დატყვევებული ჰყავთ, ეპყრობიან არაადამიანურად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ზომები იყოს გატარებული სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ სააკაშვილის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები გავაპროტესტებთ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები