რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში ბოლო 24 საათში
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3257-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 787 627 აცრა გაკეთდა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 110 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, კიდევ 46 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი.