საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 732-ს შეადგენს.
ამას გარდა, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585.