საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 043 კოვიდინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.