ამირან გამყრელიძე: “ომიკრონის” 1009 შემთხვევიდან 92 18 წლამდე მოზარდია – შემთხვევათა უმრავლესობა თბილისზე მოდის
“შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე, დაახლოებით, 61 %, იმერეთზე -12 %, აჭარაზე – 6,5%, ქვემო ქართლზე – 3 %”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შტამზე – “ომიკრონზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ომიკრონის” 1009 შემთხვევიდან 18 წლამდე მოზარდია 92.
“სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილი 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება.
შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე, დაახლოებით 61 %, იმერეთზე -12 %, აჭარაზე – 6,5%, ქვემო ქართლზე – 3 %.
გამოკვლეულ შემთხვევათა 33-34%-ს ვაქცინაცია არ აქვს გაკეთებული, 50 %-ს – აქვს გაკეთებული.
“ომიკრონთან” მიმართებით – 14 შემთხვევაში მოხდა ჰოსპიტალიზაცია, 12 კლინიკა უკვე დატოვა. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც გაეწერა ნორმალურ მდგომარეობაში.
1009 შემთხვევიდან 18 წლამდე მოზარდია – 92, აქედან 16 – 5 წლამდე ბავშვია.
საერთაშორისო მონაცემებით, “დელტასთან” შედარებით ინკუბაციის პერიოდი და ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია. აცრილებში მიმდინარეობს შედარებით იოლად, “ბუსტერ” დოზა ნამდვილად მუშაობს, ამიტომ ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.