თამარ გაბუნია: “ომიკრონი” უფრო მეტად 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ფოკუსირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

მისივე თქმით, ახალი შტამისთვის უმეტესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობაა დამახასიათებელი.

“ომიკრონთან” დაკავშირებით რაც ვიცით, არის ის, რომ შეუძლია, სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა. უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. ბავშვებშიც შესაძლებელია მისი გავრცელება. უპირატესად, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მიმდინარეობებია”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები