პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა, 2014 წლის მსგავსად, იგივე რჩება

საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიური იქნება. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. როგორც რიგგარეშე სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 52.91 მილიონ ლარს შეადგენს, როგორც ეს არის მიმდინარე წელს, ცვლილებები კი შიდა გადანაწილების გზით განხორციელდება.
პარლამენტს ორი თვის წინ წარედგინა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით 2015 წლისთვის პარლამენტის ბიუჯეტი 54 მილიონ 695 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, რაც წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათას ლარზე მეტია. ამასთან დაკავშირებით, გამოწვეული გარკვეული ვნებათაღელვის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი 2015 წლისათვის აღარ გაიზრდება და იგივე დარჩება, რაც 2014 წელს არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები