მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოში შიშით უყურებენ იმას, რაც უკრაინაში ხდება. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ქვეცნობიერად ეშინია რუსეთის გამარჯვების, რადგან თუ ის უკრაინაში არ დამარცხდება, ომს უკვე საქართველოში დაიწყებს.