არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი ვერ იქნება ვერც შერიგების და ვერც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტორი
“არ შეიძლება, შერიგების მოწოდება გააკეთო და ამავე დროს თავს ესხმოდე ხელისუფლებას, შენი ქვეყნის ინსტიტუტებს. მათი განცხადებები და რეალური ქმედებები არის ერთმანეთისგან დაცილებული”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან შერიგებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, სააკაშვილი ვერ იქნება ვერც შერიგების და ვერც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტორი.
“არ შეიძლება, რომ შერიგების მოწოდება გააკეთო და ამავე დროს თავს ესხმოდე ხელისუფლებას, შენი ქვეყნის ინსტიტუტებს. მათი განცხადებები და რეალური ქმედებები არის ერთმანეთისგან დაცილებული. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ფორმით ცდილობენ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს გვახსენებს, რაც გააკეთა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც გორში სამხედრო თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიატოვა სტრატეგიული პარტნიორები საფრანგეთიდან და გაიქცა, შესაბამისად, მისი სტილი და პოლიტიკური ღირებულებები რჩება უცვლელი. სააკაშვილი ვერ იქნება ვერც შერიგების და ვერც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტორი, იმიტომ, რომ ის ყოველთვის აკეთებდა საპირისპიროს და დღესაც აგრძელებს იმავეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.