საგარეჯოში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, საგარეჯოში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისისკენ მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ “მერსედერსს” შეეჯახა, რა დროსაც “ტოიოტას” მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ტრანსპორტში მყოფმა რამდენიმე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები