კობა გვენეტაძე: თანამდებობიდან გადადგომას არ ვაპირებ

“არ ვაპირებ გადადგომას”, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის კითხვას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება, შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს.

ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

გვენეტაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის კითხვასაც: “იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა?“.

„რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ, თქვენი შეფასება გქონდეთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები