თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედისმომცემია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმედისმომცემია.

„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ – 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედისმომცემია. რამ გამოიწვია ასეთი სტიმულაცია, ყველაზე მეტად თვალსაჩინო, რა თქმა უნდა, გახლავთ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის გააქტიურება და, როგორც ჩანს, ამაზე კარგი, დადებითი შედეგი იქონია ფინანსური წახალისების იმ სქემამ, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ 7 ნოემბერს 156 პირი აიცრა 60 წლის ზემოთ, 8 ნოემბერს ამ ასაკობრივი კატეგორიის პირების აცრამ 1000-სს გადააჭარბა და 3-4 ათასი იცრება ყოველდღე. პირველი აცრა არის მომატებული, რაც ძალიან კარგია. „ბუსტერ“ დოზებზე არ არის დღეს მაღალი აქტივობა, რადგან ამ 6-თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოსკენ. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ეს ჯგუფი იმდენი, რომ აცრის მატება გამოიწვიოს. აცრის მატება შესაძლოა, უკავშირდება ასევე „მწვანე საშვის“ ამოქმედებასაც“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები