სუბარი – სააკაშვილზე: გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა

“გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს, სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ბაქია ადამიანია.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს, სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა, სამაგიეროდ, ვნახეთ ადამიანი, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობა არის „ფეიქი“ და მოგონილი ამბავი, რომ წამება მის პერიოდში არ ხდებოდა და ცდილობს, რომ თავის დანაშაული გადააბრალონ თანაგუნდელებს, ან ნებისმიერ სხვას. ის ვერ გაექცევა ამ ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს, რადგან როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყვანილი იყო ჯარი, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი და ისეთი არაერთი ძალა, რომელზეც უფლებამოსილება არ აქვს შს მინისტრს და ვერავინ შეძლებდა ამას პრეზიდენტის გარდა, ეს გადაბრალებები ვერ უშველის”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები