ოთარ გრიგოლია: პანდემიის დროს, როდესაც ჯანდაცვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ქალაქის ძირითადი მაგისტრალის გადაკეტვა უპასუხისმგებლობაა

“პანდემიის დროს, როდესაც ჯანდაცვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ქალაქის ძირითადი მაგისტრალის გადაკეტვა უპასუხისმგებლობაა”,- ამის შესახებ გლდანის ყოფილი გამგებელი ოთარ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ერთი ადამიანის გამო სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება დაუშვებელია.

“პანდემიის დროს, როდესაც ჯანდაცვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ათასობით ადამიანი სახლში გადის მკურნალობას და ყოველ წუთას შეიძლება დასჭირდეთ სასწრაფო დახმარება, ქალაქის ძირითადი მაგისტრალის გადაკეტვა არის უპასუხისმგებლობა და ბოროტება!

ყველაფრის ასე ფეხებზე დაკიდება და 1 კაცის ინტერესის სხვების ჯანმრთელობაზე მაღლა დაყენება არის ამათი სახე”, – წერს გრიგოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები