ამირან გამყრელიძე: “ომიკრონი” სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ომიკრონი” სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ეპიდსიტუაცია რთულია, განსაკუთებით ახლა, როცა ასეთი საგანგაშო საგანგაშო სიგნალები ისმის ევროპიდან და ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასდროს რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემაშფოთებელი სახელი მიენიჭებინა შტამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს.

უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, რაც იციან, არის ის, რომ შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.

შერჩევითად ჩვენთან სულ მიმდინარეობს შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი ორთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები