ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან ბრძოლის ორი გზაა – მკაცრი რეგულაციები და ვაქცინაცია, არცერთი კომპონენტი არაა დაცული 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებულ რეკომენდაციებს არ იცავს.

“ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა – ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა – ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები.

რაც შეეხება 60 წელს გადაცილებულებს შორის ვაქცინაციას – ამ ასაკში ჩვენ მოცვა გვაქვს – პირველი აცრით 40.4% და მეორე აცრით 35.27%. ანუ, ამ ასაკში მოცვამ, ამ ეტაპზე, გადააჭარბა ქვეყნის საშუალო მოცვას, რადგან ქვეყნის საშუალო მოცვა არის 34.3%. მაგრამ ეს არ არის საკმარისი – ამ ასაკში გინდა 80, 90%-იანი მოცვა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. ამიტომ, აქაა საჭირო ყველაზე მაღალი მოცვა”, – აცხადებს გამყრელიძე “რუსთავი ორთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები