როცა საფრანგეთში „კოკა-კოლა“ გამოჩნდა…

www.rarehistoricalphotos.com

ყველასათვის საყვარელი სასმელი Coca-Cola 1886 წელს ფარმაცევტმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა დაამზადა. თავდაპირველად Coca-Cola-ს რეკლამირებას უწევდნენ, როგორც სასმელს, რომელიც თავის ტკივილს ხსნის. შესაბამისად, მისი გაყიდვა მხოლოდ აფთიაქებში იგეგმებოდა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. მისი უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლები და მცენარე კოლა. თავიდან Coca-Cola-ს ყოველდღე, საშუალოდ, 9 ადამიანი ყიდულობდა. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან სასმელი პოპულარული გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი $2 300-ად მიჰყიდა გრიგს კანდლერს, რომელმაც ატლანტაში 1892 წელს კომპანია Coca-Cola დააარსა.

„გემრიელი! გამაგრილებელი! ამაღელვებელი! გამაცოცხლებელი!“ – ასეთი გახლდათ ბრენდის პირველი სარეკლამო ტექსტი. 1895 წლისთვის Coca-Cola ძალიან პოპულარული გახდა და მისი გაყიდვა აშშ-ის ყველა შტატში დაიწყეს.

საფრანეთში „კოკა-კოლა“ პირველად 1919 წელს გამოჩნდა, თუმცა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. სასმლის აქტიური მოხმარება 1950-იან წლებში დაწიყო, როდესაც კომპანიამ გადაწყვიტა, საფრანგეთში გაყიდვები გაეზარდა.  „კოკა-კოლის“ მარკეტინგული კამპანიისთვის ფოტოების გადაღება ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფს, მარკ კაუფმანს დაევალა, რომელმაც ადამიანების პირველი ემოციები აღბეჭდა.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები