მსოფლიოს 5 ქალაქი, სადაც ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
გამონაბოლქვი, ტოქსიკური აირები, ტონობით საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენი, წყლის და ენერგორესურსების გადაჭარბებული მოხმარება – სპეციალისტების განმარტებით, ამ ყველაფერს მსოფლიო ნელა, მაგრამ ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავს.
მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში უკვე მოქმედებს მთელი რიგი მაღალინოვაციური პროექტები იმისათვის, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
რომელი ქალაქები გამოირჩევა ამ თვალსაზრისით? გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
1.სინგაპური
ამ აზიურ ქალაქ-სახელმწიფოში გარემოს დაბინძურებას მკაცრი კანონებით ებრძვიან. მინიმალური ჯარიმა, სიგარეტის ნამწვავის უადგილო ადგილზე გადაგდების შემთხვევაში, 750 დოლარიდან იწყება. მკაცრად არის განსაზღვრული ქცევის წესები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში.
2. კურიტიბა
ბრაზილიის ეს ქალაქი შეიძლება ითქვას, რომ სიმწვანეშია ჩაფლული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების ჩაბარების შემთხვევაში მოსახლეობას კვების პროდუქტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშვები უფასოდ ურიგდებათ.
3. ჟენევა
შვეიცარიის ამ ქალაქში ეკოლოგიას დიდ ყურადღებას უთმობენ. ეკოლოგიასთან დაკავშირებულმა ინოვაციურმა პროექტებმა და მკაცრმა კანონმდებლობამ ჟენევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აქცია.
4. ვენა
ნარჩენების ეფექტური მართვა და გამწვანების 51 % მაჩვენებელი – ავსტრიის თითქმის ორმილიონიანი დედაქალაქი, პარკების რაოდენობით, ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში.
5. რეიკიავიკი
ტოქსიკური გამონაბოლქვი ისლანდიის დედაქალაქში მინიმუმამდეა დაყვანილი. ქალაქში უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. გამწვანება აქაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.