მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მიემართებიან, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოუწოდა.
როგორც მელიამ აღნიშნა, დღეიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „აღარ მიეცემა კანცელარიაში შესვლის და გამოსვლის საშუალება”.