პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით, სლოგანით – “არ აგარევინებთ!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

“მთავარი სათქმელია ის, რომ გავახსენოთ როგორი ანგელოზები გვყავდა 14 წლის წინ ხელისუფლებაში. 14 წლის წინ, ამ დღეს ზუსტად ამ ადგილას რამდენი სისხლი დაიღვარა და რას უშვებოდნენ ხალხს.

არ შეიძლება ის რაც 14 წლის წინ ხდებოდა, არ დაუშვებს ქართველი ხალხი “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნებას”,- აღნიშნა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა.

ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები