გიორგი არველაძე: ელჩები და დიპლომატები ქრთამს იღებენ ბიძინასგან, ძირითადად, ბიტკოინებით

მე მხოლოდ ერთი დასკვნა მაქვს და უკვე ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამ აზრს.

დასავლეთის ელჩები და დიპლომატები თანაბრად კორუმპირებულები არიან და ბიძინასგან იღებენ მაყუთს – ძირითადად ბიტკოინებით, – ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი დეპუტატი, გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერა.

როგორც ის აღნიშნავს, ამის საშუალებას მათ აძლევს საქართველოს დეაქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე.

“ამის საშუალებას მათ აძლევს საქართველოს დეაქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე – ბიძინას მთავარი პირობა და მიზანი (ერთადერთი, რაც ზედმიწევნით კარგად შეასრულა). ვის აინტერესებს რაღაც “პატარა სოფელი” საქართველო… მისი ხსენება არ არის არსად, რუსეთის გავლენის სფეროა, აქტუალობით და საერთაშორისო ყურადღებით თურქმენეთის დონეზეა. შავი ხვრელია. ზის ამ შავ ხვრელში ვიღაც მდიდარი ტიპი, რომელიც არიგებს და არიგებს ბიტკოინებს სიჩუმისა და იგნორირებისათვის. აღარც რუსეთთან ჭიდაობაა საჭირო, აღარც ნატოს კარს ამტვრევს არავინ, საერთოდ არანაირი ყურადღება ამ ხვრელის მიმართ აღარ არსებობს. მიდი, ქაფე ჩუმად ბიტკოინები, ვერავინ გაიგებს, არავინ მოიკითხავს. არ გავარტყით შიგნით რა ხდება, ვის კლავენ, ვის ტყნავენ, ვის ახრჩობენ და საერთოდ ვისი ვისაშია. ბიტკოინები მოდიოდეს და მოგტყვნიათ პატრონი.

აი ეს არის დღეს საქართველოს ადგილი. აი ეს არის, რადაც აქცია ჭორვილელმა ხიხომ ჩვენი ქვეყანა.

დასავლელი დიპლომატები ბედნიერები არიან. მათ ისტორიამ მოულოდნელად სამმაგი საჩუქარი უძღვნა და როგორ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა: ერთის მხრივ არსებობს ახალი ჯადოსნური ვალუტა, რომელიც არსად არ აღირიცხება და კორუფციული გარიგების გაბაზრების საფრთხეს გამორიცხავს. მეორეს მხრივ, არის ვიღაც დაჩრდილულ ფუღუროში მჯდომი კაცი, რომელიც თავის ფუღუროდან არ გამოდის, სამაგიეროდ ამ ვალუტას გულუხვად არიგებს. და მესამეს მხრივ, არის ქვეყანა, რომელიც არავის აინტერესებს, რომელზეც აღარცერთი სტატია აღარ იწერება, რომელიც აგდია სადღაც, საერთაშორისო ურთიერთობათა ფსკერის ბნელ ღრმულში, სადაც სინათლის არცერთი სხივი აღარ ატანს. ქვეყნა, სადაც სიჩუმე ფულია, თვალის დახუჭვა სიმდიდრე, გვერდზე გახედვა – ფუფუნება.

არ გაბრიყვდეთ და არ შემომედავოთ დასავლელი დიპლომატები ამას როგორ იკადრებენო. დასაცინი იქნება თქვენი გულუბრყვილობა. როგორ უნდა გაგიკვირდეთ მათი კორუმპირებულობა, თუ “თავისუფალი სამყაროს ლიდერი” თავად არის თავიდან ფეხებამდე ურცხვ კურუფციაში ამოთხვრილი, მრავალგზის მხილებული, ყველაზე უტიფარი სქემების მონაწილე და ავტორი. იმის ფონზე რასაც ის და მისი ოჯახი სჩადიან, ვიღაც ირელევანტობის შავ ხვრელში მჯდომი მუნჯი გლისტისგან ბიტკოინების ჩაჩხრიალება რა ბედენაა. ხსნილია.

ამიტომ ჩემო მეგობრებო და არამეგობრებო, მოყვრებო და მოძულენო, ძმებო, დებო, მამებო და დედებო, რა აზრისაც არ უნდა იყოთ ჩემზე და რამდენად მურტალიც არ უნდა იყოს ამის გაცნობიერება, იცოდეთ, რომ სულ მარტონი ვართ. იცოდეთ, რომ არავინ მოვა არც ჩვენ და არც ჩვენი გმირების საშველად. იცოდეთ, რომ ყველას ვკიდივართ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი დაკიდებაა ყველასათვის ყველაზე სარფიანი. და თუ თავად არ ვუშველით თავს, ასე იქნება სამარადჟამოდ. მინიმუმ მანამდე, სანამ ჩვენ და ჩვენი შვილები არ დავიხოცებით.

ან ჩვენ აღვდგებით, ავჯანყდებით და მთელი ჩვენი დარჩენილი ეროვნული ძალითა და ენერგიით შევაჩერებთ ამ უკუღმართობას, ან გააგრძელებს ჩვენი ბედის ბორბალი ასე უკუღმა ტრიალს… მანამ, სანამ ბოლომდე არ დაგვახრჩობს, ბოლომდე არ ჩაგვჩეხავს, ბოლომდე არ გაგვგუდავს.

თუმცა არ ვიცი, შეიძლება უკვე ვართ ბოლომდე ჩაჩეხილები და ბოლომდე გაგუდულები. შეიძლება ეს კვე დასასრულია”, – წერს გიორგი არველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები