საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 368-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 240 პირს დაუდასტურდა, 2 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა.