დავით გადელია: ყველა პანდემია დამთავრდება, საქმე ისაა, ჩვენს საყვარელ რამდენ ადამიანს წაიყვანს
“ადრე ვამბობდი, ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით-მეთქი – დღეს უკვე ეს შედეგი დადგა”, – ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ “იმედის” ეთერში პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში გამოსავალი ვაქცინაციაშია.
“ადრე ვამბობდი, ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით-მეთქი – დღეს უკვე ეს შედეგი დადგა. მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე შედეგები. ყველა პანდემია ადრე თუ გვიან დამთავრდება, მაგრამ საქმე ისაა, ჩვენს საყვარელ რამდენ ადამიანს წაიყვანს. აცრის ყველაზე დიდი სიკეთე არის ის, რომ შეიძლება, 100 პროცენტით ვირუსისგან ვერ დაგვიცვას, მაგრამ სიმძიმისაგან 90-95 პროცენტით გვიცავს“, – განაცხადა დავით გადელიამ.