ლევან ხაბეიშვილი: თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური

“თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველა შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არ შეგუებას, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

“ცხადია, წარმოუდგენლად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება არ გავიზიარო, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ის ტყვეობაშია, საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რისკავს და 32 დღეა შიმშილობს. ამასობაში, მინდა მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური. უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არა მარტო მანდატთან დაკავშირებით. მთავარი მანდატი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხის სიყვარული.

ჩვენი სამშობლოს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე – თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ყველა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არ შეგუებას, მიშას თავისუფლებას”,- წერს ხაბეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები