მაია ორჯონიკიძე: ოპოზიციურ მედიაში უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და “დანოსჩიკები”, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ, უფრო სწორად, ცილისმწამებლები, რადგან ის იტყუება

“ეს არის ჩვეულებრივი “ჩეკისტი” ქალი და ამ უმძიმეს ვითარებაში, რუსულ რეჟიმთან “მებრძოლი” ქალი, ცილს სწამებს მიხეილ სააკაშვილს და ბაჩანა ახალაიას. ერთი ციხეში ზის და მეორე სახლიდან არ გამოდის. ეს ქალი იმდენად ამორალურია, რომ უკვე ფსკერი გაბურღა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა, მაია ორჯონიკიძემ თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ორჯონიკიძე გამოეხმაურა გუშინ, “ფორმულას” ეთერში ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას სახლში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ტარდებოდა და კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთანაც იმართებოდა. მან “ფორმულას” წამყვანი, დავით ქაშიაშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში კარგი ჟურნალისტებიც არიან, თუმცა, “ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა”.

“გამოვაქვეყნე ჩერგოლეიშვილის ვიდეო, გამოვაქვეყნე “ჟურნალისტ” ქაშიაშვილზე ჩემი მოგონება, რომელიც სულ მახსოვდა, მაგრამ არასდროს მომივიდოდა თავში დამეწერა, რომ არა ეს ამაზრზენი. ეს არ არის ოპოზიციური ტელევიზიები. ცალკეულ ჟურნალისტებს არ ვეხები, იქ არიან მართლა ნორმალური და კარგი ჟურნალისტები და იმის მიხედვით არ ვაფასებ რომ ადრე რაღაცა იყო – დღეს რას აკეთებენ, ამით ვაფასებ. არის ნორმალური ხალხი “ტვ პირველზეც” და “ფორმულაზეც”, როგორ არ არის, მაგრამ, ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა. აღარ მინდა, სახელებით ჩამოვთვალო, მაგრამ, იძულებული გამხადა მე ამ ქაშიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრავერტი ვარ, ძალიან ვუფრთხილდები, თუ დააკვირდით, ზედმეტი არასდროს არაფერი წამომცდება, რაც ქვეყანას, წინააღმდეგობის ფრონტს დააზიანებს. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვდივარ წყობიდან და ეგრეთ წოდებულ ჩვენიანებს ვურტყამ. ასე დავარტყი თავის დროზე თამარს და გიგას, მერე დავარტყი მელიას და ახლა უკვე საქმე მაქვს საკუთარ პარტიასთან.” – განაცხადა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს, ვინაიდან, ქვეყანა, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის პირობებში იმყოფება, შესაბამისად, ამ ტელევიზიებში, ისეთი “დანოსჩიკები” და “ცილისმწამებლები”, როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია, არ უნდა მოიწვიონ.

“მოკლედ, ე.წ. ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიქმნას, ეს არის ომი, ცხელი ომი არ არის, მაგრამ, არაფრით ნაკლები არ არის იმ დრამატიზმით, ტრაგიზმით და დრამატული შედეგებით. მედიაში უნდა შეიქმნას სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს არის ომი, გამოუცხადებელი ომი ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ დროს, ესენი ძალიან “ბაბლურ”, “კუტოკურ” […] ასე ვიქნებით და გავქრებით ბოლოს. არ არის ამის დრო, ამიტომ, უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და ჩეკისტები, “დანოსჩიკები”, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ. უფრო სწორად, ცილისმწამებლები, “დანოსიც” არ არის, იტყუება.” – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

მაია ორჯონიკიძე თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: ველოდები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსგან პასუხს – ან უარყოს, ან დაადასტუროს, მაგრამ, თუ თამარამ სიმართლე თქვა, მაშინ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ

მივმართავ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოს და მის თავმჯდომარე, ქალბატონ თინა ბოკუჩავას: კატეგორიულად ვითხოვ – მაქვს ამისი მორალური და სხვათა შორის, პოლიტიკური უფლებაც, რომ ის პარტია, რომლის მუდმივი მხარდამჭერი ვიყავი და არსად არასოდეს გადამიხვევია, მე, როგორც ერთი რიგითი მხარდამჭერი, ვითხოვ ჩემი პარტიის ლიდერშიპისგან, გამობრძანდნენ რაც შეიძლება მალე და ან უარყონ და თქვან, რომ ეს არის სიცრუე, რომ თურმე, ეს ქვეყნის დამაქცევარი, გვამებზე მოსიარულე ქალი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ისე ახლოსაა [მათთან], დღე და ღამე კუბოში დებს მიშას, დღე და ღამე “ნაცმოძრაობას” აგინებს და მისი ლაპარაკიდან გამომდინარე, არათუ მოსმენილი აქვს “ჩერეზ-ჩერეზ”, არამედ, შიდა საუბრებსაც ესწრება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა, მაია ორჯონიკიძემ განაცხადა.

ორჯონიკიძე აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილიც საქმის კურსში იყო, “99 პროცენტით ტყუილია”, თუმცა, 1 პროცენტი ეჭვის გაქარწყლებას “ნაცმოძრაობის” ლიდერებისგან მოითხოვს.

მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და იმ პარტიის ლიდერები, რომელსაც ჩერგოლეიშვილი სულ ლანძღავს, მასთან ერთად “ყავას სვამენ”, შიდა საუბრებსაც უზიარებენ, მაშინ, ის “ნაცმოძრაობას” ხმას აღარასდროს მისცემს.

“მე, ადამიანი, რომელსაც ბიოგრაფიაც მაქვს, დამსახურებებიც მაქვს, ამდენი წელია ერთგულად ვდგავარ ჩემი ქვეყნის გვერდით და ამიტომ ვარ “ნაცმოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა პირიქით – მე, მსგავსი არაფერი გამიგია და თამარა ჩერგოლეიშვილი, რომელიც არის გაცხადებული მტერი სააკაშვილის და მისი დაარსებული “ნაცმოძრაობის”, თურმე, ვიღაც-ვიღაცები, მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მეგობრებო, ერთად სვამთ ყავას და როგორც თამარამ თქვა, შიდა საუბრებს ასმენინებთ? მაშინ, თუ 1% პროცენტი მაინც ასეა, მე, პირდაპირ ვამბობ, არავის გავასულელებინებ თავს, მე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, არც “ნაცმოძრაობაზე”, არც “კომპარტიაზე”, აღარასოდეს აღარ მოგცემთ ხმას! “ნაცმოძრაობას” არასოდეს აღარ მოგცემთ ხმას, იმიტომ, რომ მე არასოდეს ვაპატიებ ჩემი პარტიის ლიდერშიპს, თუ ის ჩემი ქვეყნის და იმ პარტიის მტერთანაა, რომელსაც გვერდით ვუდგავარ რითიც შემიძლია. ე.ი. რა გამოდის, რომ *ლე ვარ მე და ჩემნაირები *ლეები არიან?

ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ჩერგოლეიშვილისგან სიმართლის მოსმენა შეუძლებელია. პერსონალურად, თინა [ბოკუჩავა], შენ გთხოვ, რომ გამოდი და ან უარყავი, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი და ბაჩანა ახალაია საქმის კურსში იყვნენ და “დავაი”, იქნებ მივუმატოთ მიშა სააკაშვილს კიდევ ახალი საქმე და ბაჩო ახალაია, რომელიც გამოვიდა ერთი წელია და ბავშვი უიმისოდ გაიზარდა, ხელახლა ციხეში გავუშვათ.” – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

ორჯონიკიძე იმის გარდა, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” ითხოვს, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დღესვე უარყონ, ასევე აკრიტიკებს “ფორმულას” და უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ამასთანავე, მიმართავს პარტიის პოლიტსაბჭოს, რომ თუ აპირებენ “ჩერგოლეიშვილთან კუდების გადაბმას”, მაშინ, მხარდამჭერებს ნუღარ აგიჟებენ.

“თამარა ჩერგოლეიშვილი, უგახრწნილესი ადამიანი, ჯერ ადამიანად უნდა ვარგოდე რომ პოლიტიკოსად ივარგო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ 1 % ეჭვის გაქარწყლდება და ამას უნდა მომენტალური რეაგირება, დღესვე გამობრძანდით, კეთილი ინებეთ და თქვით, რაც ჩერგოლეიშვილმა გუშინ .ე.წ. ქაშიაშვილთან ილაპარაკა, შეესაბამება სიმართლეს თუ არა? რას აკეთებენ “ფორმულაში”, ვინ არის სარედაქციო პოლიტიკის [განმსაზღვრელი]. “ტვ პირველის” არ მიკვირს, მაგრამ ამ “ფორმულაშიც”? რა ხალხი მოგყავთ, რას ალაპარაკებთ, თქვენ ნორმალურები ხართ? – მივმართავ “ფორმულას”.

მაგრამ, მთავარი სათქმელი მე მაქვს მესამე პუნქტი: ეს ეჭვები გამიქარწყლეთ, ის 1 პროცენტი ეჭვიც, იმიტომ, რომ თუ ასეა და თქვენ ამ არაქალთან განიხილავთ ასეთ საკითხებს, მაშინ, გენაცვალე, ჩვენ რას გვერჩით? კარგად იყავით. რამდენი ხალხი ხართ ამ “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში? ჩვენ ვართ თქვენი ძალა ხალხო, ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენ ვინ ხართ საერთოდ?! მე პირადად, არავის მივცემ უფლებას, იდიოტად ჩამთვალოს და სულში ჩამაფურთხოს. თუ თქვენ ჩერგოლეიშვილებთან აპირებთ კუდების გადაბმას, ჩვენ რას გვაგიჟებთ მაშინ? სანამ მე სიმართლეს არ გავიგებ და თუ დღეს მე სიმართლე არ გავიგე, ცხოვრებაში არ მივცემ “ნაცმოძრაობას” ხმას, საერთოდ არც ერთ პარტიას არ მივცემ ხმას, იმიტომ, რომ ნაცმოძრაობაზე პროგრესული პარტია დღეს არ მეგულება. მოკლედ, მე ველოდები თქვენს პასუხს, ან უარყავით და დიდი ალბათობით ცრუობს, მაგრამ, ამ სიცრუეს თქვენი სიჩუმე არ უნდა დაახვედროთ. ჩერგოლეიშვილთან მე არ მაქვს საქმე, 2016 წლიდან ვიცი, ეს ქალი რასაც წარმოადგენს. მოკლედ, ველოდები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსგან პასუხს, ან უარყოს , ან დაადასტუროს, მაგრამ, თუ თამარამ სიმართლე თქვა, მაშინ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ”, – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები