პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ “მშვიდობის პროექტი” სულ უფრო მეტად ემსგავსება “ომის პროექტს”. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას”, – წერს პაპუაშვილი.