ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდალ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა ურთიერთობის შემდგომი განვითარების ნათელი წინაპირობაა. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.