ირაკლი კობახიძე – მელიას მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტზე: რაღაც უაზრო თამაშებია

“ეს არის რაღაც უაზრო თამაშები”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი.

კობახიძის თქმით, თბილისში არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე გაიმარჯვებს.

„ეს ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე და გახსოვთ, რომ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. ახლა დაამატეს 2,5%-იანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის პარტია – ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა, თბილისში კახა კალაძე უპირობოდ მოიგებს არჩევნებს და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები