თამარ გაბუნია: ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, თბილისსა და აჭარაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, თბილისსა და აჭარაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი არის დაბალი.

შესაბამისად, გაბუნიას თქმით, უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი თბილისსა და აჭარაშია მობილიზებული.

“მობილიზებული 9000 საწოლიდან, ამ დროისთვის, დაკავებულია 5679. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისსა და აჭარაში. რადგან, გამომდინარე ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან, დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი არის ყველაზე დაბალი და ვიყენებთ ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები