მარინა ენდელაძე: კორონავირუსის წინა ტალღების დროს უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა – ეს ვაქცინაციის შედეგია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინა ტალღებთან შედარებით, ახლა ძალიან მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები