კახა ჩომახიძე: რეანიმაციაში კოვიდპაციენტთა ასაკი გაახალგაზრდავდა და ქრონიკული დაავადებების არმქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმდება

“საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც წვანან, მოზრდილებიც, ასაკიანებიც. რეანიმაციაში ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა ეს დაავადება”, – ამის შესახებ ინფექცური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე, კახა ჩომახიძე “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ქრონიკული დაავადებების არმქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმდება.

“საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც წვანან, მოზრდილებიც, ასაკიანებიც. რეანიმაციაში ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა ეს დაავადება. ამ ბოლო პერიოდში, “დელტა” შტამს უფრო უკავშირდება ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, ჯანმრთელი, მით უმეტეს, ეს ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანი სპორტსმენი იყო, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვირუსი, დაავადების ეს შტამი იწვევს დამძიმებულ შემთხვევებს. მადლობა, რომ ბევრი არ იყო, მით უმეტეს, ახალგაზრდებში, მაგრამ პრაქტიკულად ჯანმრთელებიც მძიმდება და ხვდებიან რეანიმაციაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაც არის”, – აცხადებს კახა ჩომახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები