ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმარს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს ინტენსიურ თანამშრომლობაზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ამოცანებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო თვითმმართველობის რეფორმას, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ე.წ. სასაზღვრო ზოლის დროებითი გაფართოებისა და მავთულხლართების აღმართვის პროცესის გამო შეშფოთება გამოითქვა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.