შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მათივე ინფორმაციით, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა მხარეთა შორის აქტიური სამუშაო ვიზიტების განხორციელების საკითხი, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
”შეხვედრის დასასრულ, ვახტანგ გომელაურმა და ყაზახეთის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.