„მე დავბრუნდები საქართველოში“! – მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა „ბეღურას” ხელმძღვანელი, პატარა ემიგრანტები და ფიქრი, ქრისტეს ხელთუქმნელ ხატზე

დაიბადსაგარეჯოში. დაამთავრსაგარეჯოს პირველი საშუალო სკოლა. სწავლობდჯერ ფილოლოგიის, შემდეგდაწყებითი პედაგოგიკის ფაკულტეტზე.
ადრეულ ასაკში წერდლექსებს, ჩანახატებს; ქარგავდქართულ ორნამენტებს ჭილოფზე. დაწერილი აქვს ორი ხატი –  წმიდა გიორგის და ივერიის ღვთისმშობლის.
2008 წლიდან ემიგრაციაშია.
2014 წლიდან ასწავლიდქართულ ენას მადრიდის საკვირაო სკოლა აისში“. 2019 წლიდან კი არის მადრიდის მეორე ქართული საკვირაო სკოლა ბეღურასხელმძღვანელი და პედაგოგი.
ამბობს, რომდიდესი ძალისხმევით ცდილობენ, შეასწავლონ ემიგრანტ ბავშვებს ქართული და შეაყვარომშობლიური ენა და კულტურა, ქვეყნის ისტორია და ტრადიციები. – თეა ქურხულის პერსონა.
– მამაჩემი მალხაზ ქურხული პროფესიით ინჟინერ-ტექნიკოსია,
დედა ლალი ელოშვილი – დიასახლისი. შუათანა და – ია ქურხული დაწყებითი პედაგოგიკის სპეციალისტი. უმცროსი და – ფიქრია ქურხული – კომპიუტერული ტექნიკის.
ბავშვობა საგარეჯოში და დედულეთში – ფასანაურთან ახლომდებარე სოფელში გავატარე. ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა მთამ და დედულეთმა მოახდინა.
– ლექსებს და ჩანახატებს ადრეული ასაკიდან წერდით. პროფესია  კი – დაწყებითი პედაგოგიკა და და განათლების მეთოდიკაა. რატომ პედაგოგობა?
– დუშეთის უნივერსიტეტში  ჩავირიცხე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. შემდეგ მომიწია საბუთების გადმოტანა  დაწყებითი პედაგოგიკის ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან მიყვარდა ხალხური ფოლკლორი. მე და ჩემი და ბებიასგან ვიწერდით ლეგენდებს და გამონათქვამებს.
პედაგოგიკა არასდროს მინდოდა, სულ სხვა პროფესიული ოცნებები მქონდა. უფრო ფოლკლორის განხრით მინდოდა წასულიყო ჩემი კარიერა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება და საბოლოოდ სხვა არჩევანის  გაკეთება მომიხდა.
– 2008 წელს დატოვეთ საქართველო. ხართ ემიგრაციაში. რატომ ეს გადაწყვეტილება?
– ემიგრაციაში წამოსვლა მასობრივი უმუშევრობის ფონზე მოხდა. საერთო სიტუაცია  დასაქმების არანაირ იმედს არ იძლეოდა, ამიტომ მომიწია საქართველოს დატოვება.
ასწავლიდიქართულ ენას მადრიდის საკვირაო სკოლა აისში”. რას გვეტყვით ემიგრანტ ქართველებზე, მომავალ თაობებზე. რამდენად ინარჩუნებენ მშობლიურ ენას?
– 2014 წელს მიმიწვიეს მადრიდის საკვირაო სკოლა „აისში“, ქართული ანბანი რომ მესწავლებინა ემიგრანტი ქართველებისთვის. „აისი“ 2012 წელს დააარსეს ქალბატონმა თამარ მეტრეველმა და არქიმანდრიტმა პიროსი გოცირიძემ. ამ სკოლის არსებობაში დიდი წვლილი აქვს აგრეთვე ქალბატონ ცირა მელქაძეს.
ადვილი არ არის, ემიგრანტ ბავშვებს კვირაში ერთდღიანი სწავლებით აათვისებინო ქართული ანბანი. მაგრამ დიდი ძალისხმევით ვცდილობთ, შევასწავლოთ და შევაყვაროთ მშობლიური ენა და კულტურა, ქვეყნის ისტორია და ტრადიციები.
– 2019 წლიდან კი მადრიდის მეორე ქართული საკვირაო სკოლა ბეღურასხელმძღვანელი და პედაგოგი ხართ. გვიამბეთ სკოლის საქმიანობაზე, თქვენს მოსწავლეებზე…
– მადრიდის მეორე ქართული საკვირაო სკოლა „ბეღურა” ფუნქციონირებს ალკობენდასის მუნიციპალიტეტში. ამ სკოლის გახსნის აუცილებლობა ქართული სათვისტომოს გაზრდამ განაპირობა. სკოლას ვხელმძღვანელობ 2019 წლიდან.
ჩემ გვერდით არიან ძალიან თბილი და პატრიოტი ქართველები: ქალბატონი ცირა მელქაძე – საქართველოს ისტორიის პედაგოგი და სკოლის კოორდინატორი; ბატონი ალექსანდრე ყუფარაძე – სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე ორი პედაგოგი – სახვითი ხელოვნების პედაგოგი, ქალბატონი ხათუნა არჩვაძე და ქალბატონი ნანა ჭინჭარაული. სკოლა თანამშრომლობს მასწავლებელთა ასოციაცია „საქართველოსთან“, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი ირინე ჯგერენაია.
ბავშვებს სკოლაში ხვდებათ ოჯახური, თბილი ქართული გარემო. კვირაში 2 დღეა სასწავლო პროცესი და პატარა ემიგრანტებს მოსვლა მოუხარიათ.
გვყავს 4 ჯგუფი –
4-5 წლის ასაკის, წინა საანბანო;
6-8 წლის, ანბანის სწავლების;
8-10 წლის, წერა-კითხვის და მეტყველების განვითარების;
10-12 წლის ასაკის ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ჯგუფები.
სასკოლო პრაქტიკაში ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძესთან ერთად, რომელიც იღებს დოკუმენტურ მხატვრულ ფილმს „მგზავრი წერილებით“.  ეს ფილმი ქართულ საკვირაო სკოლებს ეძღვნება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 20-მდე სკოლა მონაწილეობს.
– პანდემია და ემიგრაცია. როგორ ცხოვრობდით?
– პანდემია ძალიან დამთრგუნველი იყო როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე – ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თითქოს დრო გაჩერდა და ყველაფერი ერთ წერტილში გაიყინა.
მადრიდში პანდემიის დროს ყველაზე დიდი სიხარული იყო –  საქართველოს საელჩოდან ბატონი ილია გიორგაძის მიერ ესპანეთის სამეფოში განხორციელებული ზარი. სასწრაფოდ შეიქმნა 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც დახმარებას გაუწევდა გაჭირვებაში მყოფ ქართულ სათვისტომოს.
მაშინ ვიგრძენი ჩემი ქვეყნის წარმომადგენლების დიდი მხარდაჭერა, ბატონების – ილია გიორგაძის, თემო ბასილაიას და ზურა მჭედლიშვილის სახით. მეც ვიყავი ამ ჯგუფის წევრი და ყოველდღიურად ვცვლიდით ინფორმაციას, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ოჯახებს დახმარება მიეღოთ –  საკვებით, მედიკამენტებით და თავშესაფრით.
ქარგავდიქართულ ორნამენტებს ჭილოფზე. დაწერეთ ორი ხატიწმიდა გიორგის და ივერიის ღვთისმშობლის…
– ჭილოფზე ქარგვა ძველი ტრადიციული ქარგვის ხელოვნებაა, რომელიც ბებია სონა ციხელაშვილმა შეგვასწავლა მე და ჩემს დებს. მისი სპეციფიკა – ჯვრის ფორმით ქარგვა მოითხოვდა უჯრედულ მატერიას და ეს ჭილოფზე უკეთ გამოდიოდა. ხატწერა „წყლით“ ქარგვის სტილით არის შესრულებული, გვირისტით… წმინდა გიორგის ხატი 13 წლის ასაკში მოვქარგე. ძალიან მინდოდა ჩემს დედულეთში ერთი პატარა სამლოცველოსთვის შემეწირა…
ივერიის ღვთისმშობელი 30 წლის ასაკში მოვქარგე… სწორედ ქარგვის პერიოდში მქონდა ჭიდილი, ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილების დროს… დავასრულე და გადავწყვიტე, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა… მაშინვე ამოტივტივდა აზრი, რომ ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი ემიგრაციაში უნდა დამეწერა. ალბათ ეს ჩემს ქვეყანაში დაბრუნების წინა პერიოდში მოხდება. ჯერ არ დამიწყია მუშაობა.
– ჰობი…
–  კითხვა, ქარგვა, ქსოვა…
– ოჯახი…
– მყავს 7 წლის გოგონა ანასტასია, რომელმაც ყველაზე დიდი სხივი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში… ანასტასია უდიდესი ბედნიერება და უფლის საჩუქარია, მისი თვალებით ვუყურებ სამყაროს…
– სამომავლო გეგმები…
– მე დავბრუნდები საქართველოში… ამაზე დიდი გეგმა და სურვილი, როგორც ემიგრანტს, არ გამაჩნია…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები